Home
Category
TV Live Menu

ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება

575568239cca1
დავით ჯალაღონია
06.06.16 16:07
1080
ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ იმუშავებს. რაც შეეხება ახალი უწყების პროდუქტებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე უახლოეს პერიოდში გავრცელდება ინფორმაცია.
 
"ბოლო ინფორმაცია რაც მე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობისგან მაქვს მიღებული, ასეთია: პროცესი პრაქტიკულად დამთავრებულია და უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოზე საპარტნიორო ფონდი იტალიურ SACE-სთან ერთად მუშაობს. სააგენტოს შექმნა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაანონსდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day