"პოლიტიკური მტრები ეკონომიკური დივერსიის მოწყობას ცდილობენ სავალუტო ბაზარზე", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და ქვეყანაში ლირას გაუფასურებაში ბრალი იმ პირებს დასდო, ვინც ქვეყანაში მისი თქმით სამხედრო გადატრიალების მოწყბა სცადეს ზაფხულში.
გასულ კვირას, თურქული ლირას რეკორდული გაუფასურების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას უცხოური ვალუტის ლირაზე ან ოქროზე კონვერტაცია სთხოვა.
Bloomberg წერს, რომ ლირა გასულ თვეს განვითარებად ბაზრებს შორის ყველაზე მეტად გაუფასურდა.
„ვიღაც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა მუხლებზე დასცეს ეკონომიკური დივერსიით“, - განაცხადა გუშინ ერდოღანმა.
პრეზიდენტმა სპეკულაციებში ბიზნეს სექტორიც დაადანაშაულა, თუმცა კონკრეტული კომპანიების და პირების სახელები არ დაუსახელებია.