"თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა რეგიონში ბევრ პრობლემას მოაგვარებს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
"რეგიონში ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს ბევრი რეგიონული პრობლემის მოგვარებაში“, - განაცხადა ერდოღანმა.
შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ის "ეწინააღმდეგება ყველა ქმედებას, რომელიც არაკონსტიტუციურია“.
"იმედი მაქვს, თქვენი ხელმძღვანელობით თურქი ხალხი გაუმკლავდება ყველა პრობლემას“, - განაცხადა პუტინმა.
"ჩვენ გვსურს დემოკრატია და ეს დავამტკიცეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2015 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან.