თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა CNN Turk-თან პირველი კომენტარი გააკეთა. ერდოღანის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარმატებული არ იქნება. მისივე თქმით, ყველა პირი, რომელიც აღნიშნულ ჯგუფს განეკუთვნება მკაცრად იქნება დასჯილი. "ეს არის გამოწვევა ჩვენი ერის წინაშე“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანი ტელეკომპანიას მობილური ტელეფონის საშუალებით ჩაერთო.
თურქეთში, სამხედრო დაჯგუფებამ სახელწოდებით, "მშვიდობის კონსული“ ხელისუფლებაზე კონტროლის ხელში აღების შესახებ, ადგილობრივი მედიით განაცხადა.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილი იქნება.