თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ბანკებმა ქვეყანაში არ შემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ სესხებზე პროცენტული განაკვეთი არ უნდა აწიონ. მან პირობა დადო რომ მცურავი საპროცენტო განაკვეთის სამართავად ზომებს მიიღებს, - წერს Reuters.
“ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ბანკებთან მიმართებაში, რომლებიც მოლიპულ გზაზე არიან, ზრდიან საპროცენტო განაკვეთევს და მცდარ საპროცენტო პოლიტიკას ატარებენ… თუკი რომელიმე ბანკი შეეცდება სიტუაციით ისარგებლოს და ამით ფული იშოვნოს, მას საქმის დაჭერა ჩვენთან მოუწევს“, - განაცხადა ერდორანმა.