ეროვნულ ბანკს არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების რეგულირება სურს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე შემუშავებულია მიდგომები, რომლებიც საკმაოდ მკაცრად არის ჩამოყალიბებული.
"შემუშავებულია მიდგომები, რომელიც საკმაოდ მკაცრად არის ჩამოყალიბული. ჩვენი მიზანია, რომ არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებში დავიწყოთ რეგულირება. ეს არ იქნება ისეთი, როგორიც არის ბანკებში... ჩვენი შემოთავაზება გაკეთებულია, თუ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, გარკვეული დრო დაგვჭირდება ამის ასამუშავებლად",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.