"ბოლო პერიოდის საგარეო შოკების გადმოცემისა და აქციზის გადასახადის დაგეგმილი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია ფასების ერთჯერადი ზრდა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამ ფაქტორს ინფლაციური მოლოდინების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე
"ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას მოკლევადიან პერიოდში. ამასთან, ეროვნული ბანკი მომავალი გადაწყვეტილებებისთვის გაითვალისწინებს ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას", - განმარტავენ ბანკში.