Home
Category
TV Live Menu

ეროვნული ბანკი: გვინახავს ლარის უფრო მეტი გაუფასურება

59f842ba54e61
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.17 13:32
838
გვინახავს უფრო მეტი გაუფასურება, მაგრამ გაუფასურება იწვევს საპირისპირო პროცესებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას, ისინი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

"მცურავი გაცვლით კურსისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია, კურსის ცვალებადობა, რაც შედარებით ახალია ჩვენთვის და ეს ცვალებადობა დამატებით აჟიოტაჟს იწვევს, ზოგ შემთხვევაში მოლოდინებს აჩენს. კურსის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორებს რომ შევხედოთ, ყველაფერი არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მოკლევადიან პერსპექტივაში მოლოდინებია, რომელიც შეიძლება ზოგჯერ დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი. მაგრამ ეს არის ბიზნესსუბიექტების გადაწყვეტილება, ფიზიკური პირების თუ კომპანიების, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც კურსზე გავლენას იწვევს.

გვინახავს უფრო მეტი გაუფასურება, მაგრამ გაუფასურება იწვევს საპირისპირო პროცესებს. ერთი რომ მოლოდინების მილევა ხდება, მეორე, ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესება ხდება, რაც ასევე გაუფასურების შეტრიალებას იწვევს",- აცხადებს მესტვირიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day