Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეროვნული ბანკი “მეგარეესტრს” ქმნის

BM.GE
08.07.21 18:20
357
ეროვნული ბანკი “მეგარეესტრს” ქმნის - ბანკებს მსესხებლებზე სრული ინფორმაციის წარდგენა დაევალათ. საკრედიტო რეესტრი მოიცავს ძალიან დეტალურ ინფორმაციას თითოეული მსესხებლის შესახებ, რომლებიც თავს ეროვნულ ბანკში მოიყრის. რეესტრის შექმნა უკვე დაწყებულია და მისი სრულყოფა მიმდინარეობს. საფინანსო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკის მოთხოვნას ემორჩილებიან, თუმცა, მათთვის რეესტრის შექმნის მიზნები მთლად გასაგები არ არის, მით უმეტეს, რომ ეროვნული ბანკი ინიდივიდუალურ შემოწმებებზე უარს არ ამბობს.