Home
Category
TV Live Menu

ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

58188ed3c850d
BM.GE
01.11.16 16:45
1089
2017 წლის ზაფხულში, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, გაიმართება ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველო მიწვეულია პირველ საპატიო სტუმრად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day