Home
Category
TV Live Menu

ეროვნული ბანკი: რეფინანსირების სესხებსა და საბანკო სისტემის სიჯანსაღეს შორის ნეგატიური კავშირი საფუძველს მოკლებულია

5885f202ce875
BM.GE
23.01.17 16:05
1084
ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში ცალკელული ექსპერტებს მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ სავალუტო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ ქართულ საბანკო სექტორში ფუნდამენტური პრობლემები წარმოაჩინა და რომ ამ პრობლემის არსებობას რეფინანსირების სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ადასტურებს.

როგორც ეროვნული ბანკი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მიუხედავად ვალუტის კურსის გაუფასურებისა, ქართულ საბანკო სექტორში აქტივების ხარისხი მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა და უმოქმედო სესხების წილი სასესხო პორთფელში მატერიალურად არ შეცვლილა.

"მომგებიანობის, კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის კუთხით არსებული მაჩვენებლები კი სექტორის სიჯანსაღეზე მიუთითებს. დეტალური სტატისტიკა, როგორც აგრეგირებული ასევე კომერციული ბანკების დონეზე, პერიოდულად ქვეყნდება სებ-ის ვებგვერდზე და მათი გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

დამატებით, წამყვანი ქართული ბანკების გადახდისუნარიანობას რეგულარულად აფასებენ საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო სააგენტოები, რომელთა შეფასებითაც ყველა ამ ბანკის რეიტინგი ქვეყნის რეიტინგთან ახლოსაა.

ამასთან თითოეული ბანკი პრუდენციული რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშაა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომლის მიდგომებიც შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და პოზიტიურადაა შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ამგვარად, ქართული ბანკების სიჯანსაღეში ეჭვის შეტანა უარგუმენტო და საფუძველს მოკლებულია", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day