Home
Category
TV Live Menu

ეროვნული ბანკი სავალუტო ჯიხურებზე ზედამხედველობას ამკაცრებს

5a58ce5c1bf7b
სალომე მეცხვარიშვილი
12.01.18 18:58
699
ეროვნული ბანკი სავალუტო ჯიხურებზე ზედამხედველობას ამკაცრებს. შესაბამის ცვლილებას ითვალისწინებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა.

შედეგად, იზრდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირების თვალსაზრისით და მათი ზედამხედველობა აღარ იქნება მხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით შეზღუდული.

პარალელურად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს დაადგინოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვისათვის აუცილებელი რეგულაციები, კერძოდ, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომხმარებლის ინფორმირებისა და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი.

კერძოდ, რამდენად აწვდის ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მომსახურების გაწევისას მომხმარებელს სრულ ინფორმაციას ვალუტის გაცვლითი კურსის და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ.

Subscribe to our news

Get the main news of the day