Home
Category
TV Live Menu

ეროვნული ბანკი, თავის ვებგვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს

58660f03e7cd1
BM.GE
30.12.16 11:38
1018
ეროვნული ბანკი, თავის ვებგვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს. მთავარ გვერდზე დოლარისა და ევროს კურსებს, თურქული ლირა და ფუნტი სტერლინგი დაემატება.

ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში გაზრდილი აქტიურობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის 3 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში ასევე გაითვალისწინებს კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებს. დღეისათვის, ბლუმბერგით ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვაჭრობს და მომავალში, სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day