Home
Category
TV Live Menu

"ეროვნული ბანკი ვალუტის რყევებზე არ გააკეთებს კომენტარს"

59f05f313279d
BM.GE
25.10.17 13:52
903
ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებაზე კომენტარს არ აკეთებს, - ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, საქართველოს ეროვნული ბანკიც აღარ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებზე.

„ეროვნული ბანკის მთავარი ფუქნცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. არავისთვისაა ახალი რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია.

ისევე როგორც სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებზე აღარ აკეთებს და არ გააკეთებს კომენტარს.
დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი, ანუ იქნება პერიოდი როდესაც ლარი იქნება სტაბილური, იქნება პერიოდი როდესაც ლარი გაუფასურდება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც არ არის მართალი. წელს 130 მლნ შევისყიდეთ ბაზრიდან, ყველას მინდა ვთხოვო ასეთ სენსიტიურ საკითხზე სიფრთხილე გამოვიჩინოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day