Home
Category
TV Live Menu

ეროვნული ბანკი: ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას

584009dccf7cd
BM.GE
01.12.16 15:28
964

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას.

სებ-ი მოუწოდებს მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day