Home
Category
TV Live Menu

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გალარების პროგრამის ხარვეზებზე საუბრობს - "ზოგიერთ მსესხებელს სესხი უფრო მაღალ პროცენტში შესთავაზეს"

588f52678f5ba
BM.GE
30.01.17 18:45
986
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, გალარების პროგრამაში სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა. მისი განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც გალარების პროგრამის მონაწილეებს მათი სესხის ისტორიის მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთები შესთავაზეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა შედეგები ექნება და რა რაოდენობის სესხების გალარება მოხდება, ზუსტად ამ ადრეულ ეტაპზე ჯობია იმ საკითხების განხილვა, რომელიც არის დაგროვილი. იყო გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო ფილიალებში მსესხებლებთან დაკავშირებით, როდესაც სესხის ისტორიის მიუხედავად შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო შეთავაზებული. ასევე როდესაც კლიენტი ფიქსირდებოდა, რომ მას შეეძლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება, უარი ეთქვა ბანკში გალარებაზე. ეს ტექნიკური სკაითხები მოსალოდნელია, რომ იქნებოდა. ამ ეტაპზე იმიტომ ჩატარდა ეს შეხვედრა, რომ განგვეხილა.
რაც შეეხება პროგრამას, მსესხებლებს მინდა მოვუწოდო, რომ აუცილებლად შეხედონ ამ საკითხს იმ კთხითდან, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა მათ შესაძლებლობას მისცემს, მოიშორონ სავალუტო რისკები",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day