Home
Category
TV Live Menu

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომხმარებელს მიმართავს

5997e0a4b771a
BM.GE
19.08.17 11:30
846
საქართველოს ეროვნული ბანკის თავმდომარე კობა გვენეტაძე მომხმარებლების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ძალაში შესულ ცვლილებებზე წერს და მომხმარებელს მოუწოდებს, რაც შეიძლება დეტალურად გაეცნონ ახალ წესებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ახალი წესების დეტალურად გაცნობა თავიდან მომხმარებელს თავიდან აარიდებს პრობლემებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ბოლო პერიოდში არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. 2017 წლის 1 ივნისიდან საფინანსო სექტორის მომხმარებლებისთვის ახალი წესები ამოქმედდა. აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით მომხმარებელს საშუალება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ხელშეკრულების ნიმუში ხელმოწერამდე; თავდებმა და/ან სოლიდარულმა მოვალემ მიიღოს საკრედიტო ხელშეკრულების ასლი; უფასოდ მიიღოს ინფორმაცია ერთ-ერთი დისტანციური არხით; გარკვეულ შემთხვევებში წინსწრებით უფასოდ დაფაროს სესხი და სხვა მრავალი წესი, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ დეტალურად გაეცნოთ ახალ წესებს, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები და უკეთ იცოდეთ თქვენი უფლებები: 

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3500606

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ თქვენი პრეტენზია დააფიქსიროთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ [email protected]”,- წერს კობა გვენეტაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day