არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ეკონომისტი გივი ადეიშვილი ეროვნული ბანკის მიერ დოლარის რესურსის შესყიდვას გამართლებულად მიიჩნევს. გივი ადეიშვილი "საქმის კურსთან" ამბობს, რომ ზაფხულის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში შემოდინებები იკლებს, მოსალოდნელია კურსის მერყეობა, რის თავიდან აცილებასაც ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ცდილობს.
ეკონომისტის შეფასებით, ეს პერიოდი ხასიათდება შედარებით მაღალი შემოდინებებით, რა დროსაც ეროვნული ბანკი რეზერვებს ივსებს.
„ვინაიდან გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობები არ არის კარგი, ეროვნული ბანკი ახდენს ინტერვენციებს ამ მიმართულებით. ჯობია იყოს კურსი სტაბილური განმავლობაში, ვიდრე ხასიათდებოდეს მერყეობით.
ეროვნული ბანკის შესყიდვები არ არის იმ მოცულობის, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა კურსზე. შესაძლოა, ინტერვენციების გარეშე გაცვლითი კურსი გამყარებულიყო. თუმცა, ზაფხულის შემდეგ, შემოდგომაზე შემოდინებები მცირდება, რაც იწვევს მაღალ ვოლატილობას. რომ არ ყოფილიყო კურსის მაღალი ვოლატილობა, მოხდა თანხების შეყიდვა“,- აცხადებს გივი ადეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით 70 მილიონი დოლარი შეიძინა.