Home
Category
TV Live Menu

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა აუქციონზე ფასდაკლებით იყიდება

5a00005ee558c
BM.GE
06.11.17 10:23
957
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე და მის მიმდებარე ინვენტარზე აუქციონს კიდევ ერთხელ აცხადებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ჯამში 2623,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის და ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25-ში მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილ შენობასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ერთ ლოტად, პრივატიზების მიზნით, განმეორებით, 40%-იანი ფასდაკლებით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი ცხადდება.

აუქციონის საწყისი ფასი 9 000 0000 ლარია და 16 ნოემბერს დასრულდება.

უძრავ ქონებას გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

აუქციონის პირობების მიხედვით, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამასთან მყიდველი ვალდებულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 20 ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში, არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ ფასდაკლებამდე შენობის პრივატიზების ფასი 15 მილიონი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა აუქციონზე რამდენჯერმე იყო გამოტანილი, თუმცა ვერცერთხელ გაიყიდა.




Subscribe to our news

Get the main news of the day