Home
Category
TV Live Menu

ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას 250 მლნ ლარის ღირებულების რეფინანსირების სესხები გასცა

5773ada70d1f7
BM.GE
29.06.16 15:13
1123
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას 250 მლნ ლარის (112.4 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების 7- დღიანი რეფინანსირების სესხები გასცა.

გალტ&თაგარტის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას 91-დღიანი, 20 მლნ ლარის (9.4 მლნ აშშ დოლარი).

ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები გაყიდა.

საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 6.45% შეადგინა (105 საბაზისო პუნქტით ნაკლები წინა განთავსებასთან შედარებით).

ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის 15 ივნისს 5-წლიანი 10 მლნ ლარის (4.7 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.392% შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day