Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე შეინარჩუნა

BM.GE
29.03.23 14:42
109
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ უცვლელად, 11%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ინფლაციას უკვე შემცირების დინამიკა აქვს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ნაადრევია და ამისთვის საჭიროა ინფლაციის კლებამ უფრო მყარი ტრენდის სახე მიიღოს. სებ-ის გათვლებით, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day