Home
Category
TV Live Menu

ერთ კვირაში სალარო აპარატის გამოუყენებლობის 819 ფაქტი გამოვლინდა

599be5996223a
BM.GE
22.08.17 11:24
810
14 - 20 აგვისტოსშემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 970 ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 2659 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 80 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 71 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 819 ფაქტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day