Home
Category
TV Live Menu

ერთ წელში ბიზნეს სექტორში თვიური ხელფასი 70 ლარით გაიზარდა

5755563dc5636
BM.GE
06.06.16 14:46
1177
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4%-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 6,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

აღნიშნულ პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 541,3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1506,9 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,6 %-ით მეტი ).

2016 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 922,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 70,7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 687,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 46 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1092,2 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 724,8 ლარი,
მცირე ბიზნესი – 513,1 ლარი.

Subscribe to our news

Get the main news of the day