Home
Category
TV Live Menu

ერთ წელში დონალდ ტრამპის ქონება 800 მილიონი დოლარით შემცირდა

57ecece8d22f5
BM.GE
29.09.16 14:27
1245
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის ქონება 2015 წლის შემდეგ 800 მილიონი დოლარით (17%) შემცირდა და 3,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, -საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

გამოცემამ მილაირდერის აქტივები შეაფასა და დაასკვნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 18 მათგანის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.

Forbes-ის ბოლო მონაცემების თანახმად, მილიარდერის ქონების შემცირება ძირითადად აშშ-ში უძრავის ქონების ბაზრის შესუსტებას უკავშირდება, მათ შორის, ნიუ-იორკის, სადაც ტრამპის კუთვნილი ცათამბჯენი Trump Tower მდებარეობს.

ამასთან დონალდ ტრამპმა საკუთარი ქონებიდან თავის საარჩევნო კამპანიისთვის 50 მილიონი დოლარი გამოყო.

თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისი აქტივები დაახლოებით 10 მილიარდ დოლარად ფასდება, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. შემოსავლების დეკლარირებაზე უარის თქმის გამო, მილიარდერს მთავარი კონკურენტი ჰილარი კლინტონი ხშირად აკრიტიკებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day