Home
Category
TV Live Menu

"ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც გაზის კომერციული ტარიფი საყოფაცხოვრებო ტარიფს აჭარბებს"

5971afbd1aba1
BM.GE
21.07.17 11:38
930
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა სემეკის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მირცხულავა აღნიშნავს, რომ თუკი გაუქმდება ბრძანება, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების 53%-ს ბუნებრივი აირის ტარიფი აქვს დერეგულირებული, ბუნებრივი აირის ტარიფი მოსახლეობის ნაწილს აღარ მიეწოდება მაღალი ტარიფით. 

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარემ ქალბატონმა ირინა მილორავამ ტელეკომპანია „პირველთან“ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომხმარებლების 53%-ს ტარიფი აქვს დერეგულირებული, (დაახლოებით 9 წლის წინათ გამოცემული ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით) და მათ ბუნებრივი აირი მიეწოდება მაღალ ტარიფად და ამ ტარიფს მომხმარებლისათვის განსაზღვრავს გამანაწილებელი კომპანია და არა რეგულატორი.
მილორავამ ასევე აღნიშნა, რომ თუ გაუქმდება მინისტრის ეს ბრძანება ტარიფი მოექცევა რეგულირების ქვეშ და ამ მომხმარებლებს ტარიფი შეუმცირდებათ.

მრავალი წელია მე და ჩემი კოლეგები ვსაუბრობთ, ვწერთ და ვითხოვთ ამ ყოვლად ალოგიკური ბრაძენების გაუქმებას (მიწოდების დერეგულირება?? როცა ქვეყანაში ერთი მონოპოლიური გაზის მომწოდებელი გვყავს!), თუმცა უშედეგოდ, მაგრამ მარეგულირებული კომპანიის თავჯდომარის მიერ გაჟღერებულმა ამ წინადადებამ გარკვეული იმედი გააჩინა, რომ მოხდება ენერგეტიკის მინისტრის მიერ ამ ყოვლად გაუმართლებელი, გნებავთ უამრავი "უბედურების" მომტანი ბრძანების გაუქმება.

ყოველ შემთხვევაში, არა მგონია მარეგულირებელი კომისიის ამ გამოსვლის შემდეგ 53% მომხმარებლისთვის გაუაზრებლად მაღალი ტარიფის დატოვება სწრაფად გაქრეს დღის წესრიგიდან (საზოგადოება, მასმედია) და ამის მნიშვნელობამ აქტუალობა და სიმძაფრე დაკარგოს.

კიდევ ერთი იმედი, რაც კომისიის თავჯდომარის ზემოთ აღნიშნული განცხადების შემდეგ გამიჩდა, არის შესაძლო საჯარო დისკუსიების დაწყებასთან ე.წ. ბუნებრივი გაზის "სოციალურ ტარიფითან “ დაკავშირებით, რომელიც ჩემი და არამარტო ჩემი აზრით, არც სოციალურია და არც სამართლიანი.

როდესაც მოსახლეობაში მომხმარებლების მხოლოდ 4% მოიხმარს მოხმარებული ბუნებრივი აირის 40%-ს ამას არ შეიძლება სამართლიანი, გონივრული, “სოციალური“ ტარიფი დაერქვას, მითუმეტეს ამას ქვეყნის ეკონომიკისთვის სახელმწიფოს ხელში არსებული ბუნებრივი აირის რესურსის ოპტიმალურ, სარგებლიან გამოყენებასთან არაფერი საერთო არ აქვს.

და კიდევ ერთი თემა, რომელიც დასაფიქრებელია და სადისკუსიოა (თუ ამის ნება იქნება) ასევე ბუნებრივი აირის ტარიფებთან არის დაკავშირებული საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორში. ინფორმაცისათვის: ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, აღმოსავლით ევროპის ქვეყნების ჩათვლით, სადაც კომერციული („ინდუსტრიული“) ტარიფი აჭარბებს საყოფაცხოვრებო ტარიფს - ყველგან პირიქითაა. ყველა ქვეყანას გააზრებული აქვს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტი, ეკონომიკამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და გადასახადის, გნებავთ ბუნებრივი აირის თუ ელექტროენერგიის ტარიფის გადამხდელი ქვეყანაში", - წერს მირცხულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day