სად არის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია? თუ მომავალ ორ კვირაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას უნდა ველოდოთ - რატომ არავინ არაფერს გვეუბნება ასტრაზენეკას შესახებ; რატომ არავინ გვიადვილებს მისინფორმაციისა და ფეიქ ნიუსების მორევში გამოვარჩიოთ სანდო, კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია და ამით შევასუსტოთ ის შიშები თუ ეჭვები, რაც განსხვავებული ხარისხით და კრიტიკული აზროვნების განსხვავებული მოცემულობით ალბათ თითოეულ ჩვენგანს ბუნებრივად აქვს იმის მიმართ, რაც ჯერ არასდროს გამოუცდია?