Home
Category
TV Live Menu

ერთი დოლარის ღირებულება 2.6478 ლარი გახდა

586b9eb9cea34
BM.GE
03.01.17 16:51
1055
ლარის კურსი დოლარის მიმართ მცირედით დაეცა და ხვალ ერთი დოლარის ღირებულება ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2.6478 ლარი იქნება. 2.7553 ლარი გახდა ერთი ევროს ღირებულება, ერთი თურქული ლირა ხვალ 0.7378 ლარი ეღირება, ხოლო ბრიტანული ფუნტი კი 3.2549 ლარი. შეგახსენებთ, რომ დღეიდან ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში ასევე გაითვალისწინებს კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებს.

დღეისათვის, ბლუმბერგით ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვაჭრობს. ამასთან, ეროვნული ბანკი, თავის ვებგვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day