Home
Category
TV Live Menu

ერთი კვირის განმავლობაში საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის 3 მცდელობა დაფიქსირდა

5887147711afb
BM.GE
24.01.17 12:42
1719
ერთ კვირაში საქართველოში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი დაფიქსირდა. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 იანვარს შემოსავლების სამსახურის მიერ, 40 940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ დიდი ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ, ძარის კონსტრუქციაში, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას, ასევე მანქანის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოჰქონდა.

უწყების ინფორმაციით, ამავე დღეს, ასევე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი - 18 600 ღერი, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“ აღმოაჩინეს. საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული.

ამასთან, 14 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, 1,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი იქნა აღმოჩენილი საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“. საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, ასევე სსკ 289 მუხლის მე-14 ნაწილით, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან აქციზის განაკვეთი სიგარეტზე ისევ გაიზარდა. ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით გაიზარდა. აქციზი გაიზარდა უფილტრო სიგარეტზეც. 2017 წლის პირველი იანვრიდან ყოველ კოლოფ სიგარეტზე თამბაქოს იმპორტირებსა და მწარმოებლებს 30 თეთრით მეტი აქციზის გადასახადის გადახდა მოუწევთ. 60 თეთრით გაიზარდა აქციზი სიგარებზე, ხოლო სიგარელებზე აქციზის ზრდამ 70 თეთრი შეადგინა. 

Subscribe to our news

Get the main news of the day