გურიაში შპს „ლურჯი ველი“-მა და შპს „მოცვი“ -მა აგოპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ლურჯი მოცვის ბაღები გააშენეს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების, შპს „ლურჯი ველი“ -ისა და შპს „მოცვი“ -ს მიერ 10 ჰექტარზე გაშენებული ლურჯი მოცვისბაღები დაათვალიერეს.
ხსენებული კომპანიები პროგრამაში 2016 წელს ჩაერთნენ. შპს „ლურჯი ველი“ -ისა და შპს „მოცვი“ -ის მიერ გაშენებული ბაღების ფართობი5-5 ჰექტარს შეადგენს. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის შპს „ლურჯი ველი“-მაც და შპს „მოცვი“ -მაც 75 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს. ორივე ბენეფიციარის მიერ მიღებული დაფინანსებიდან 66,096.16 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8,903.84 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.