Home
Category
TV Live Menu

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

5776009aebf03
BM.GE
01.07.16 09:27
1473
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდები დილის 9 საათზე დაიწყო. 2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება - ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდებისათვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასე გამოიყურება:
 
• ერთიანი ეროვნული გამოცდები - 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 4 000 -მდე სტუდენტი;
• საერთო სამაგისტრო გამოცდა - 12 500 -ზე მეტი კანდიდატი;
• პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა - 22 700 -ზე მეტი პედაგოგი.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო.

Subscribe to our news

Get the main news of the day