Home
Category
TV Live Menu

"ერთიანი ტარიფის შემუშავება ყველაზე დიდი მიღწევაა, რაც ჩვენს დერეფანში ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს"

57442c824dc9a
BM.GE
24.05.16 14:25
1035
"ერთიანი და გამჭოლი ტარიფის შემუშავება არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი უზრუნველყოფს ჩვენს დერეფანში ტვირთების გადმომისამართებას", - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორმა გურამ გურამაშვილმა გადაცეაში "ბიზნესკონტაქტი". მისი თქმით, საქართველოს რკინიგზამ გერმანულ "დოიჩე ბანთან" ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით იქნება შესაძლებელი. გურამაშვილის თქმით, თავდაპირველად საუბარი იქნება კვირაში ერთ მატარებელზე, რომლის რაოდენობაც ეტაპობრივად გაიზრდება.

"ევროპის საზღვართან, ჩინეთის საზღვრიდან დაწყებული ჩვენ გვაქვს ერთიანი ტარიფი და შეგვიძლია ერთიანი ტარიფი შევთავაზოთ გადამზიდავებს. დოკუმენტი ხელმოწერილია და ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ პირველ ტვირთს.

ერთიანი და გამჭოლი ტარიფის შემუშავება არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი უზრუნველყოფს ჩვენს დერეფანში ტვირთების გადმომისამართებას. ტვირთმფლობელს აღარ უწევს დერეფანში შემავალ რამდენიმე მოთამაშესთან ცალ-ცალკე მისვლა და ხელშეკრულების გაფორმება. მას შეუძლია ერთ მოთამაშესთან მივიდეს და ერთიანი დერეფნის ტარფი აიღოს, ეს კი არის ყველაზე დიდი მიღწევა და შეთავაზება გადამზიდავებისთვის", - განაცხადა გურამიშვილმა. მისივე თქმით, დღეს არსებული ინფრასტრუქტურა არსებულ გამოწვევებს და მოსალოდნელ ტვირთნაკადს პასუხობს. გურამიშვილის განცხადებით, ბოლო წლებში ამ კუთხით ინვესტიციები განახორციელა, როგორც საქართველოს რკინიგზამ, ასევე კერძო სექტორმაც.

"საქართველო, როგორც ამ დერეფნის ერთ-ერთი კომპონენტი ელის, რომ გაიზრდება ტვირთბრუნვა დაშესაბამისად აიწევს ჩვენი სატრანსპორტო სტატუსი. შემოსავლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტვირთების მოცულობაზე", - განაცხადა გურამიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day