Home
Category
TV Live Menu

ერთჯერადი აქციის სახით, ბიომეტრული პასპორტის აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი

58495ba622408
BM.GE
08.12.16 17:06
1574
15 დეკემბრიდან ბიომეტრული პასპორტის აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. დროებითი აქცია 10 იანვრამდე იქნება ძალაში. აქციის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. იუსტიციის სამინისტროს ონლაინ კონსულტაციის განყოფილებაში ფასდაკლების აქციას ადასტურებენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ბიზნესკონტრაქტი იუსტიციის სახლის პრესასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა ინფორმაციას არ უარყოფენ და განმარტავენ რომ დამატებითი დეტალები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day