Home
Category
TV Live Menu

ერთწლიანი კულტურების ჯიშთა გამოცდისთვის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯება

5a9ad708a0d05
მარი როჭიკაშვილი
04.03.18 19:00
803
მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება ერთწლიანი, კულტურების ჯიშების გამოცდას იწყებს. ამისთვის კომპანია ბიუჯეტიდან 0,5 მილიონ ლარს მიიღებს.

როგორც bm.ge-ს შპს “მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის” დირექტორმა გიორგი ღუღუნიშვილმა განუცხადა საგაზაფხული ხორბლისა და ქერის ჯიშთა გამოცდა ახალციხეში, ახალქალაქსა და ახმეტაში მოხდება, ხოლო კარტოფილის კი ჯავახეთის რეგიონში.

“ადაბტირებული ჯიშები შევა კატალოგში. ამის შემდეგ ფერმერებს შესაძლებლობა ექნება ზუსტად იცოდნენ საკუთარ ტერიტორიაზე რა დათესონ და შემდეგ როგორ მოუარონ. ეს ყველაფერი კატალოგში იქნება გაწერილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი” –განაცხადა ღუღუნიშვილმა.

მისი თქმით, მომავალ წელს ჯიშთა გამოცდა სხვა ერთწლიან კულტურებზეც გავრცელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day