Home
Category
TV Live Menu

ერზრუმის აეროპორტში 4 წლის წინ "დარჩენილი" ქართული თვითმფრინავი იპოვეს

5670777e919ae
BM.GE
16.12.15 00:23
1203
თურქეთის ქალაქ ერზრუმის აეროპორტში 4 წლის წინ დარჩენილი ქართული თვითმფრინავი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ავიაკომპანია Sky Georgia-ს ეკუთვნის და ის ერზრუმის აეროპორტში 2011 წლის 23 ოქტომბერს გაუმართავობის გამო დაეშვა. მას შემდეგ თვითმფრინავის გარემონტება ან შეკეთება არ მომხდარა. Lenta.ru-ს ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემებია. 2011 წლიდან დღემდე, აეროპორტში პარკირების და მომსახურების ხარჯები 640 ათას ევროს შეადგენს. 4 წლის წინ, თვითმფრინავს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, ჰუმანიტარული ტვირთი უნდა ჩაეტანა, თუმცა მან უკან საქართველოში დაბრუნება ვეღარ შეძლო. 

Subscribe to our news

Get the main news of the day