Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ესეთი მრჩეველი ყველა სამინისტროს უნდა ჰყავდეს“ / ანალიტიკა - 07.05.2021_17:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
07.05.21 18:07
733
დღეიდან საქართველოს პრემიერმინისტრს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში სპეციალური მრჩეველი ჰყავს. ეს ვაზილ ჰუდაკია, რომელსაც ჩვენი მაყურებელიც მათ შორის კარგად იცნობს იმ დროიდან, როცა ჰუდაკი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას ინვესტიციები სჭირდება და ვაზილ ჰუდაკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საერთო ენას საქართველოს სასარგებლოდ გამონახავს. თავად ვაზილ ჰუდაკი პირობას დებს, რომ საკუთარ მისიას სერიოზულად მიუდგება და ქვეყნისთვის საერთაშორისო დახმარების მობილიზებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

ერთი კონკრეტული მიზანიც გამხელილია - საქართველო ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების ნაწილი უნდა გახდეს, რომელიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად არის შექმნილი. აქ სხვათაშორის, საინტერესოა, ბიზნესის ზომას ევროკავშირის სტანდარტით ვუდგებით თუ საქართველოს, რადგან ევროკავშირის მიხედვით, მცირე და საშუალო, საქართველოს რეალობაში ხშირად საშუალო და მსხვილ ბიზნესს უფრო ნიშნავს. დამაკონკრეტებლი კითხვების დასმის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, დღეს გამართულ ბრიფინგზე არ მოგვეცა, თუმცა, შუა დღეს უკვე მოგასმენინეთ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეფასება შემდგარ ფაქტთან დაკავშირებით.

სტუმარი: თემურ ჭყონია - ბიზნესმენი


Subscribe to our news

Get the main news of the day