Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზარი

BM.GE
25.07.22 09:56
215
Galt&Taggart-ის მხარდაჭერით, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო სერიის ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ემისიების შესახებ მასტერკლასი ჩატარდა. ღონისძიება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

მწვანე ობლიგაციების ბაზარი მიზნად ისახავს განსაზღვროს და განავითაროს კაპიტალის ბაზრის როლი ისეთი პროექტების დაფინანსებაში, რომელთაც წვლილი შეაქვთ გარემოსდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფაში. მწვანე ობლიგაციის პრინციპები (მოპ) ხელს უწყობს მწვანე ობლიგაციების ბაზრის მთლიანობას ისეთი გზამკვლევის საშუალებით, რომელიც რეკომენდაციას უწევს გამჭირვალობას, ინფორმაციის საჯაროობასა და ანგარიშგებას. მწვანე ობლიგაციის პრინციპები ბაზრის მონაწილეებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს უზრუნველყოს ისინი მწვანე პროექტებში კაპიტალის განთავსებისათვის საჭირო ინფორმაციით. მწვანე ობლიგაციის პრინციპების მიზანია დაეხმაროს ემიტენტებს გახადონ თავიანთი ბიზნეს მოდელი გარემოსდაცვით მდგრადობაზე უფრო მეტად ორიენტირებული, ძირითადად, ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავლების კონკრეტულ პროექტებში მიზანმიმართვით. 

სტუმარი: ოთარ შარიქაძე - Galt&Taggart-ის მმართველი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day