Home
Category
TV Live Menu

ესპანეთის საფეხბურთო კლუბებს სახელმწიფოსთვის 70 მილიონი ევროს დაბრუნება მოუწევთ

577d127fc8b08
BM.GE
06.07.16 18:07
1117
ევროკომისიამ ესპანეთის 7 საფეხბურთო კლუბს სახელმწიფოს დახმარების სახით მიღებული 70 მილიონი ევროს დაბრუნება დაავალა. BBC-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება იმ კლუბებს შეეხოთ, რომლებიც სახელმწიფოსგან შეღავათიან სესხს იღებდნენ და ამ თანხით უძრავ ქონებას იძენდნენ.

ევროპის მარეგულირებელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საფეხბურთო კლუბები, სახელმწიფო მხარდაჭერამ, სხვა გუნდებზე კონკურენტული უპირატესობით გამოარჩია და ამით ევროპული კანონმდებლობა დაირღვა.

უძრავი ქონების გარიგებამ მსოფლიოს უმდიდრესი საფეხბურთო კლუბს - მადრიდის რეალი - 18.4 მილიონი ევროს მოგება მოუტანა, რომელიც ახლა მან სახაზინოს უნდა დაუბრუნოს.

კონკურენციის დარგში ევროკომისარმა განაცხადა, რომ საფეხბურთო გუნდები გადასახადების გადამხდელთა ფულს არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day