Home
Category
TV Live Menu

ესპანური კომპანია ქუთაისის თიზ-ში სპირტის მწარმოებელ ქარხანას გახსნის

5808572f5f270
BM.GE
20.10.16 09:31
1141
ესპანური კომპანია ქუთაისის თიზ-ში სპირტის მწარმოებელ ქარხანას გახსნის, - როგორც ქუთაისის თიზ-ის ხელმძღვანელმა სოსო ნიბალაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, თიზ-ში შესვლას რამდენიმე კლომპანია გეგმავს, რომლებთან მოლაპარაკებებიც საწყის ეტაპზეა. მათ შორის უახლოეს პერიოდი თიზ-ში ოპერირებას გეგმავს ირანული კომპანია, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებს.

თავად თიზ-ის ოპერირებას სოსო ნიბლაძე წარმატებულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 1 წელში ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ავეჯისა და ხის მწარმოებელმა კომპანიებმა, ქვის ნაკეთობების და სამშენებლო მასალების საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება.

"გამოვყოფდი ესპანურ კომპანიას, რომელთანაც ვაფორმებთ კონტრაქტს. რამდენიმე თვეში ქუთაისის თიზში გვექნება სპირტის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ღვინო მასალისგან დამზადდება. მოლაპარკაება მიმდინარეობს ირანულ კომპანიასთან, რომელიც მუშაობს საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადების სფეროში“, - აცხადებს ნიბლაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day