"ესტონეთში 150-ზე მეტი ქართველი სტუდენტია, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მეტ ქართველ სტუდენტს ესტონეთში", - განაცხადა ესტონეთის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა "საქმის კურსთან" საუბარში.
"იმისთვის რომ ესტონეთში მოხვდეთ უნდა შეამოწმოთ ჩვენი ვებ-საიტი Study in Estonia",-ელჩი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ესტონეთმა საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია მოახდინა განათლების სისტემაში.
"ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა რომ სტუდენტებმა უფასოდ ისწავლონ. თუმცა უვზო მიმოსვლა არის იმისთვის რომ იმოგზაუროთ, - სასწავლო და სამუშაო კუთხთ არაფერი შეცვლილა, კვლავ უნდა იცოდეთ თუ რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებთ და მოითხოვოთ გრძელვადიანი სასწავლო ვიზა.
ესტონეთი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენ ძალიან დიდი შედეგი და სარგებელი ვნახეთ განათლების სისტემაში ინვესტირებით. თუმცა ამ თანხის ამოღება არ ხდება მყისიერად, მას შესაძლოა 15 წელიც დასჭირდეს, . ესტონეთი სწავლობდა სხვა ქვეყნების გამოცდილებას ამჯერად კი გვიხარია რომ სხვას ვუზიარებთ გამოცდილებას", - ამბობს ელჩი.