Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Ethereum-ის დამაარსებელი: კრიპტოვალუტების პოლიტიზება საფრთხეებს შეიცავს

BM.GE
23.03.22 08:20
333
მსოფლიოს წამყვანი ბლოკჩეინ-პლატფორმის, Ethereum-ის დამაარსებელი, ვიტალიკ ბუტერინი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ არ მოერიდა, და ყველაზე ცნობილ სამ ასოზე გაუსშა ტვიტერში კომენტარით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკე თავი, მოკლედ, ბუტერინი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტების პოლიტიზება დიდ საფრთხეებს შეიცავს, როგორც ადამიანებისთვის, ასევე თვითონ პლატფორმისთვის, – ამის შესახებ მან ჟურნალ Time-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. 

ბუტერინის აზრით, კრიპტოვალუტების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი ამ ტექნოლოგიის დიქტატორული სახელმწიფოების მიერ ათვისება იქნება – მას სულაც არ მოსწონს ის, რომ ელ-სალვადორმა ბიტკოინი სახელმწიფო ვალუტად გამოაცხადა, რადგან ამგვარად, ეს ტექნოლოგია სახელმწიფოებსა და მეგაკორპორაციებს საშუალებას აძლევს ადამიანებზე ტოტალური კონტროლი გაავრცელონ.
 

Subscribe to our news

Get the main news of the day