Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EU-ის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით რაჭული თაფლი ექსპორტზე გავიდა

BM.GE
27.10.22 12:04
174
საფრანგეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, ყატარი და ამერიკის შეერთებული შტატები- ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ქართულ თაფლზე მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით თაფლის ქართველმა მწარმოებლებმა გლობალურ მსოფლიო გამოფენებში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე პროექტ გრეტას მეშვეობით თაფლი წარადგინა „გეო ნატურალია“, კომპანიამ გრეტას დახმარებით 2 უცხოელ პარტნიორთან ხელშეკრულება გააფორმა და თაფლი ექსპორტზეც გაიტანა. 

გეო ნატურალის მწარმოებლები მორიგი საერთაშორისო გამოფენიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ და ამჯერად თავისი პროდუქცია ფრანგებს წარუდგინეს.

სტუმრები: დავით მაყაშვილი - ექსპორტის მენეჯერი;
გიორგი იაშვილი - Geo naturals-ის თანადამფუძნებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day