EU-ს, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით რაჭული თაფლი ექსპორტზე გავიდა.
რაჭველ მეფუტრეებს ფუტკართან კომუნიკაციის თავისებური ენა აქვთ, ამბობენ, ის შენს ხასიათსაც გრძნობს და საქმის მიმართ დამოკიდებულებასაც. აქ ყველაფერს დაკვირვება და შრომა სჭირდება, რაზეც სწორება წლების წინ გიორგი იაშვილმა გააკეთა.
ასე გაჩნდა კომპანია Geo Natural, რომლის სახელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც იციან. ცნობენ და ენდობიან კიდეც. Geo Natural-ის თაფლი ევროპულ სტანდარტებს წლებია აკმაყოფილებს, რამაც თაფლი ევროპის დახლებზე მოახვედრა.