Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EU-სა და გერმანიის მიერ საქართველოში დაფინანსებული მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია

BM.GE
13.07.23 09:27
51
საქართველოს მუნიციპალიტეტებში ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება. პროექტების სასტუმრო სტამბაში გაიმართა. ღონისძიების ძირითადი მიზანს წარმოადგენდა, 14 მუნიციპალიტეტის მერს, მისცემოდა შესაძლებლობა, წარმოედგინათ CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივები. ასეთი საგრანტო პროექტებია, მაგალითად: ქუთაისი - ბაზარი მცირე მეწარმეებისთვის - ბაღდათი - ღვინის ლაბორატორია, ხარაგაული - ინოვაციების ცენტრი, ლენტეხი - აგრობაზარი, ახმეტა - ბახტრიონის ტყე-პარკი, ყვარელი - სივრცე მცირე მეწარმეებისთვის და ა.შ. 

შეგახსენებთ, ევროკავშირის 6.5 მლნ ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მლნ ევროს კონტრიბუციით, GIZ 4-წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს. 

პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონებში გამოუყენებელი სოციალური პოტენციალი გამოავლინოს და მუნიციპალიტეტებში მიგრაციის მაჩვენებლის შემცირება და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა უზრუნველყოს. კერძო სექტორთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით პროექტი თითქმის 4 წლის განმავლობაში 2025 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day