ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტომ Eurostat ევროპის ყველაზე ბედნიერი ქალაქები გამოავლინა. აღნიშნული ქალაქების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა, მათ შორის, ქალაქების მოსახლეობის კმაყოფილებით, მაცხოვრებლების ჯანმრთელობით, ისტორიული ადგილებით, სატრანსპორტო სისტემით, ეკოლოგიისა და განათლების მიხედვით და ა.შ.
როგორც აღმოჩნდა, ცხოვრებით ყველაზე მეტი კმაყოფილი ადამიანი ლიტვის დედაქალაქში - ვილნიუსში ცხოვრობს. მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრებით კმაყოფილია. ღირსშესანიშნავი ადგილების კუთხით, საუკეთესო სიტუაცია ვენაშია და იგი ტურისტების უდიდეს ნაწილს, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულშიც იზიდავს.
ავსტრიის დედაქალაქი მდიდარია ისტორიითა და უამრავი ღირშესანიშნეობით. ეკოლოგიის თვალსაზრისით მოწინავე ადგილზე ლუქსემბურგია, რომელსაც ’’მწვანე ქალაქსაც“ უწოდებენ, ხოლო ჯანმრთელობას რაც შეეხება, ყველაზე კარგი მდგომარეობა ამ მხრივ ამსტერდამის მოსახლეობას აქვს. კვლევის მიხედვით, განათლების უმაღლესი დონით დუბლინი გამოირჩევა.