“ევექსი ჰოსპიტლების” რეზიდენტების IV ნაკადი დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას შეუდგება
BM.GE
08.02.23 09:38
• 165
"ევექსი ჰოსპიტლების" 2022 წლის სარეზიდენტო პროგრამის 70-მდე კურსდამთავრებული პროფესიულ საექიმო საქმიანობას დამოუკიდებლად განაგრძობს. "ევექსი ჰოსპიტლები" დიპლომის შემდგომი მზადების პროგრამას რეზიდენტურას, სერტიფიცირებული ექიმების გადამზადებას და უწყვეტ სამედიცინო განათლებას 2015 წლიდან ახორციელებს და დღემდე 567 რეზიდენტი მიიღო. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ქვეყნის მასშტაბით არსებული ქსელის სხვადასხვა ჰოსპიტალშია დასაქმებული. 2015 წლიდან დღემდე ევექსი ჰოსპიტლებმა სწავლა 143 რეზიდენტს დაუფინანსა. "ევექსი ჰოსპიტლები" მომავალშიც განაგრძობს წარმატებული რეზიდენტებისთვის სასწავლო გრანტების გაცემასა და საექიმო პრაქტიკის საზღვარგარეთ დაფინანსებას.