სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში 10-15 ათას ადამიანს სჭირდება.სისხლის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი მნიშვნელოვანია გაიზარდოს იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც სისხლს უანგაროდ გაიღებს და გადაარჩენს სიცოცხლეს. ახლად გახსნილი სისხლის ცენტრის კრეატიული კონცეფცია და სლოგანიც ამ კამპანიის მისიას ასახავს - აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი! ქვეყანაში სისხლის პროდუქტებზე არსებული დეფიციტის შესავსებად, ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა სისხლის ბანკი გახსნა, რომელიც „სისხლის ცენტრის“ სახელით იწყებს ფუნქციონირებას.
სტუმარი: ეკა ქავთარაძე - "ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორის მოადგილე