მისი თქმით, რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რა ადამიანური რესურსით განახორციელებს ფუნქციონირებას უწყება.
"რეორგანიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ასევე მიმდინარეობს კონკურსით შერჩევის პროცესი და ვფიქრობთ, ეს პროცესი მალე დასრულდება. დასრულდება ისე, რომ ორივე უწყება ერთი სტრუქტურის ფარგლებში გააგრძელებს ეფექტურად საქმიანობას. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და შეიქმება შესაბამისი სტრუქტურები უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტების განხორციელებას შესაბამისი ადამიანური რესურსით. ეს გულისხმობს ასევე საკადრო ოპტიმიზაციას. ოპტიმიზაციის პროცესი 1 აპრილამდე უნდა დავასრულოთ, თუმცა ეს პროცესი მანამდეც შესაძლოა დასრულდეს",-აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.