ყველა ევროპული სამეცნიერო ნაშრომი 2020 წლისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახდება. შეზღუდვები სამეცნიერო სტატიებზე მხოლოდ საკუთრების უფლების და ინტელექტუალური საკუთრების არსებობის შემთხვევაში დარჩება.
ნიდერლანდების განათლების და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირის მინისტრები ამ ეტაპზე საკითხის განხილვის სტადიაზე არიან. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა სამეცნიერო კვლევების წარმოებას შეუწყობს ხელს.
"კვლევა და ინოვაცია დიდი კონტრიბუტორია ეკონომიკურ ზრდაში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამისთვის კი ევროკავშირი განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა იყოს მკვლევარებისთვის. აღნიშნული ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებით ჩვენ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა მან.