Home
Category
TV Live Menu

ევროკავშირი ბლოგერების მსოფლიო კონკურსს აცხადებს

59e08408929ef
BM.GE
13.10.17 13:11
851
ევროკავშირმა გამოაცხადა ბლოგერების საერთაშორისო კონკურსი – Faces2Hearts, რომელიც ოთხ ახალგაზრდას ხუთი თვის განმავლობაში სამ კონტინენტზე ამოგზაურებს.

გამარჯვებულები გაეცნობიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. მათ ასევე უნდა გამოავლინონ ხშირად გამოუქვეყნებელი ისტორიები უაღრესად საინტერესო ადამიანებისა, რომლებსაც შეხვდებიან, და დაწერონ ისტორიები პოზიტიური ცვლილების და იმედის შესახებ.

აპლიკანტები უნდა იყვნენ 21-31 წლის და მათ უნდა შეეძლოთ მოგზაურობა 2018 წლის პირველ ნახევარში.

მსოფლიოს 4 რეგიონიდან თითოეულში (აფრიკა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ევროპა და ლათინური ამერიკა) უნდა შეირჩეს ერთი გამარჯვებული. თითოეული გამარჯვებული იმოგზაურებს და შეხვდება უაღრესად საინტერესო ადამიანებს მის საკუთარ რეგიონში, გარდა ევროპელი ბლოგერისა, რომელიც იმოგზაურებს აფრიკის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტებმა უნდა მოიფიქრონ ის ადამიანური ისტორია, რომელიც მათ სულში ჩასწვდა, და გააკეთონ მოკლე - არაუმეტეს 60-წუთის ხანგრძლივობის - ვიდეო ინგლისურად; ვიდეოში განმარტებული უნდა იყოს ეს ისტორია და ასევე ის, თუ რატომ თვლის აპლიკანტი, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ მოგზაურობაში.
აპლიკანტებმა საკუთარი ვიდეოები უნდა ატვირთონ შემდეგ საიტებზე: YouTube, Vimeo ან DailyMotion, და შეავსონ განაცხადის ფორმა კონკურსის Faces2Hearts ვებგვერდზე – ვიდეოს ლინკის ჩათვლით.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 ოქტომბერი.

ამ კონკურსის სპონსორია EuropeAid, ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების დეპარტამენტი. მისი მთავარი მისიაა სიღარიბის აღმოფხვრა და მდგრადი განვითარების მიღწევა მთელ მსოფლიოში.

Subscribe to our news

Get the main news of the day