Home
Category
TV Live Menu

ევროკავშირი ირანს სანქციებს უხანგრძლივებს

58f1dfa6b43e1
BM.GE
15.04.17 15:00
806
ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ადამიანის უფლებების დარღვევაა, - წერს ''Reuters”.

სააგენტოს ცნობით, სანქციები 82 ადამიანზე და ერთ იურიდიულ პირზე გავრცელდება. მათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ, ევროპაში არსებული აქტივები გაიყინება, ირანში კი ისეთი საგნების და აღჭურვილობის შეტანის უფლება შეიზღუდება, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ სატელეკომუნიკაციო კონტროლისა და სხვა სახის რეპრესიებისთვის გამოიყენოს.

“გახშირებული ძალადობის ფაქტები ქვეყნის იმიჯზე სერიოზულ გავლენას ახდენს”, - ვკითხულობთ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ შეტყობინებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day